ველოდებით, რომ მეუფე შიოს სასარგებლოდ ხმათა რაოდენობა გაიზრდება, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, გადაცემაში "იმედი Live" განაცხადა.
"არ ველოდებით, რომ პოზიციები შეიცვლება. ახლა იყო კენჭისყრა 6 კანდიდატს შორის და მერე იქნება კენჭისყრა 3 კანდიდატს შორის. ველოდებით, რომ მეუფე შიოს სასარგებლოდ ხმათა რაოდენობა გაიზრდება. მაპატიოს ყველამ, მიკერძოებული ვარ, იმიტომ, რომ ვხედავდი პატრიარქის დამოკიდებულებას, ჩემს თვალწინ იყო მოსაყრდის გამორჩევის პროცესი", - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.









