ფოთში, დავით აღმაშენებლისა და ცოტნე დადიანის ხიდებზე გარე განათება სრულად განახლდა.

პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ახალი განათების ბოძები და თანამედროვე, ენერგოეფექტური სანათები.
დასრულებული სამუშაოები ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. 


,,ჩვენს ქალაქში ვაგრძელებთ ურბანული სივრცეების გაუმჯობესებას, რაც მიზნად ისახავს თითოეული მოქალაქისთვის კომფორტული, მოწესრიგებული და თანამედროვე გარემოს შექმნას“ -აღნიშნა ფოთის მერმა.