რეზო დავითაძემ 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ახალი რეკორდი მოხსნა

1554994447
ძალოსანმა 23 წლამდელთა ევროპის ახალი რეკორდიც დააფიქსირა. რეზი დავითაძემ ატაცში 170 კილოგრამი ასწია და 4 კილოგრამით გადაუსწრო მეორე ადგილზე მყოფ ბელარუს სპორტსმენს.
რეზი დავითაძე 2018 წლის ბუქარესტის ევროპის პირველობაზე 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში გახდა ჩემპიონი. გასულ ზაფხულს ძალოსნობის სამყაროში ახალი წონითი კატეგორიები შემოიღეს, ისევე როგორც ახალი სარეკორდო სტანდარტები.
სპორტსმენები აკვრის სტილში საშეჯიბროდ ამ წუთებში ემზადებიან. მეორე მოძრაობა საშეჯიბრო დარბაზში 10 წუთში განახლდება. აღნიშნული წონის ა კატეგორიაში 8 სპორტსმენი ასპარეზობს.
ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი ბათუმის ახალი სპორტის სასახლეში მიმდინარეობს. ტურნირში 42 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.