ხვალ, პარიზის გარეუბან სენ-დენიში, „ლე სტად დე ფრანსზე", რაგბიში მსოფლიო თასის საიუბილეო გათამაშების პირველი შეხვედრა გაიმართება.

◙ რაგბის მსოფლიო თასის გათამაშება 1987 წლიდან ტარდება. მის მოსაპოვებლად 1987-1991-1995 წლებში 16 გუნდი იბრძოდა, 1999 წლიდან კი გუნდების რაოდენობა 20 გახდა.

◙ მსოფლიო თასის გათამაშების უცვლელი მონაწილეები არიან ავსტრალია, არგენტინა, ახალი ზელანდია, იაპონია, ინგლისი, ირლანდია, იტალია, საფრანგეთი, უელსი და შოტლანდია.

◙ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა აპარტეიდის პოლიტიკის გამო პირველ ორ გათამაშებაში არ დაუშვეს.

◙ საქართველო მსოფლიო თასის გათამაშების უცვლელი მონაწილეა 2003 წლიდან.

◙ რაგბის მსოფლიო თასი სამ-სამჯერ აქვთ მოპოვებული ახალ ზელანდიას (1987, 2011, 2015) და სამხრეთ აფრიკას (1995, 2007, 2019), ორჯერ - ავსტრალიას (1991, 1999) და ერთხელ - ინგლისს (2003).

◙ რაგბის მსოფლიო თასის ფინალში სამ-სამჯერ დამარცხდნენ საფრანგეთი და ინგლისი, ორჯერ - ავსტრალია, ერთხელ კი ახალი ზელანდია.

◙ რაგბის მსოფლიო თასის ბრინჯაოს ფინალში სამჯერ ახალმა ზელანდიამ გაიმარჯვა, ორჯერ - ავსტრალიამ, თითო-თითოჯერ კი უელსმა, საფრანგეთმა, სამხრეთ აფრიკამ და ზელანდიამ, არგენტინამ.

◙ რაგბიში მსოფლიო თასის ყველა ფინალი და ბრინჯაოს ფინალი

1987 ოკლენდი, ახალი ზელანდია - საფრანგეთი 29:9
1987 როტორუა, უელსი - ავსტრალია 22:21

1991 ლონდონი, ავსტრალია - ინგლისი 12:6
1991 კარდიფი, ახალი ზელანდია - შოტლანდია 13:6

1995 იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია 15:12 (ძირითადი დრო 9:9)
1995 პრეტორია, საფრანგეთი - ინგლისი 19:9

1999 კარდიფი, ავსტრალია - საფრანგეთი 35:12
1999 კარდიფი სამხრეთ აფრიკა - ზელანდია 22:18

2003 სიდნეი, ინგლისი - ავსტრალია 20:17(ძირითადი დრო 14:14)
2003 სიდნეი, ახალი ზელანდია - საფრანგეთი 40:13

2007 სენ-დენი, სამხრეთ აფრიკა - ინგლისი 15:6
2007 პარიზი, არგენტინა - საფრანგეთი 34:19

2011 ოკლენდი, ახალი ზელანდია - საფრანგეთი 8:7
2011 ოკლენდი, ავსტრალია - უელსი 21:18

2015 ლონდონი, ახალი ზელანდია - ავსტრალია 34:17
2015 ლონდონი, სამხრეთ აფრიკა - არგენტინა 24:13

2019 იოკაჰამა, სამხრეთ აფრიკა - ინგლისი 32:12
2019 ტოკიო, ახალი ზელანდია - უელსი 40:17

◙ „ბორჯღალოსნების" ყველა მატჩი მსოფლიო თასზე

12.10.2003 პერთი (ავსტრალია), საქართველო - ინგლისი 6:84
19.10.2003 პერთი (ავსტრალია), საქართველო - სამოა 9:46
24.10.2003 სიდნეი, საქართველო - სამხრეთ აფრიკა 19:46
28.10.2023 სიდნეი, საქართველო - ურუგვაი 12:24

11.09.2007 ლიონი, საქართველო - არგენტინა 3:33
15.09.2007 ბორდო, საქართველო - ირლანდია 10:14
26.09.2007 ლანსი, საქართველო - ნამიბია 30:0
30.09.2007 მარსელი, საქართველო - საფრანგეთი 7:64

14.09.2011 ინვერკარგილი, საქართველო - შოტლანდია 6:15
18.09.2011 დანიდინი, საქართველო - ინგლისი 10:41
28.09.2011 პალმერსტონ-ნორტი, საქართველო - რუმინეთი 25:9
02.10.2011 პალმერსტონ-ნორტი, საქართველო - არგენტინა 7:25

19.09.2015 გლოსტერი, საქართველო - ტონგა 17:10
25.09.2015 გლოსტერი, საქართველო - არგენტინა 9:54
02.10.2015 კარდიფი, საქართველო - ახალი ზელანდია 10:43
07.10.2015 ექსეტერი, საქართველო - ნამიბია 17:16

23.09.2023 ტოიოტა, საქართველო - უელსი 14:43
29.09.2019 კუმაგაია საქართველო - ურუგვაი 33:7
03.10.2019 საქართველო - ფიჯი 10:45
11.10.2019 საქართველო - ავსტრალია 8:27

◙ „ბორჯღალოსნების" შეხვედრების განრიგი

09.09.2023 სენ-დენი, „ლე სტად დე ფრანს",  საქართველო - ავსტრალია
23.09.2023 ტულუზა, „ლე სტადიომ დე ტულუზ", საქართველო - პორტუგალია
30.09.2023 ბორდო, „დე ნუვო სტად დე ბორდო",  საქართველო - ფიჯი
07.10.2023 ნანტი, „ლე სტად დე ლა ბუჟუა",  საქართველო - უელსი