ამის შესახებ ინფორმაციას nltimes-ი აქვეყნებს.

ნიდერლანდების პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა პარტია ვოლტის წევრ მარიეკე კოეკოეკის მიერ მომზადებულ და თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის სახალხო პარტიის წევრის, თომ ვან კამპენის, მხარდაჭერილ წინადადებას და 28 ივნისს, ბუდაპეშტში, აკრძალულ პრაიდში მონაწილეობის მისაღებად დელეგაციის გაგზავნა სთხოვა.  

მარიეკე კოეკოეკის და თომ ვან კამპენის წარდგენილ წერილში, რომელიც  ქვედა პალატამ ორწუთიანი განხილვების შემდეგ მოიწონა და რომელსაც მხარი სამთავრობო კოალიციაში შემავალი პარტიებიდან წარმომადგენლებიდან  მხოლოდ „სახალხო პარტია თავისუფლების და დემოკრატიისთვის“ წევრებმა არ დაუჭირეს მხარი (კენჭისყრასთან დაკავშირებით დეტალები ქვედა პალატის საიტზე ჯერჯერობით არ ჩანს - „აიპრესი“) , ნათქვამია:

რამდენადაც 18 მარტს უნგრეთის პარლამენტის მიერ მოწონებული გეი აღლუმების აკრძალვა ეწინააღმდეგება ევროკავშირის ისეთ ძირითად ღირებულებებს და პრინციპებს, როგორიცაა თავისუფლება, კანონის უზენაესობა და დემოკრატია და რამდენადაც მინისტრთა კაბინეტმა დაგმო ეს კანონი და განიხილავს შემდგომ ქმედებებს, ეთხოვოს მთავრობას, პრაიდზე, 28 ივნისს, ბუდაპეშტში, დელეგაციის გაგზავნა.


ქვედა პალტაში წინადადებით შესული ორივე პარლამენტარი - მარიეკე კოეკოეკი და თომ ვან კამპენი - ღია გეია.  მათგან მეორე, თომ ვან კამპენი, 2024 წლის ივლისში საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ“ და “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ კანონებთან დაკავშირებით შეშფოთების გამოსახატავად ვიზიტით მყოფი ნიდერლანდელი პარლამენტარების დელეგაციაში იყო.







მან წლის ბოლოს ნიდერლანდები სამეფოს ქვედა პალატას წარუდგინა წინადადება მოეწოდებინათ მთავრობისთვის, ევროკომისიაში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესახებ საკითხი ინდივიდუალურად ან თანამოაზრე ქვეყნებთან ერთად დაეყენებინა. წინადადებას ღია (ხელის აწევით) კენჭისყრით 150 დეპუტატიდან 107-მა დაუჭირა მხარი. მოწინააღმდეგეთა შორის იყვნენ „სახალხო პარტია თავისუფლების და დემოკრატიისთვის“, Denk-მა (თურქი, მაროკოელი და სხვა ქვეყნების მუსულმანი იმიგრანტების და ნიდერლანდელი მუსულმანების უფლებების დამცველი პარტია - „აიპრესი“) და „ფორუმი დემოკრატიისთვის“ პარლამენტარები.

ნიდერლანდების სამეფოს ქვედა პალატის მიერ თომ ვან კამპენის მიერ შეტანილი წინადადების მიღების შესახებ ინფორმაცია საქართველოში პირველმა პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ, გაავრცელა.