საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და  საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს საელჩოების ჩართულობით,  ქართული კულტურის დღეები გაიმართება შვეიცარიაში, გაეროში, აზერბაიჯანში, ჩინეთში, ყაზახეთში, უნგრეთში, ხორვატიაში, სომხეთში, რუმინეთში, საბერძნეთსა და იტალიაში.

ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, 2025 წლის მაისიდან დეკემბრამდე საზღვარგარეთის 22-მდე ქვეყანაში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებების, მათ შორის ქართული კულტურის დღეების ჩატარება.

ქართული კულტურა წარმოდგენილი იქნება ქვეყნის ისტორიითა და საკუთარი იდენტობისთვის დამახასიათებელი ყველა საჭირო ელემენტით. გაიმართება  სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, გამოფენები, სახალხო შემეცნებითი ღონისძიებები და სხვა.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.