ეროვნული სამოსისა და მუზეუმების საერთაშორისო დღეებისადმი მიძღვნილი კვირეული პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, თემატური ღონისძიებებით დასრულდა.
კვირეულის ფარგლებში, სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ქართული ხალხური ცეკვის მუნიციპალური ანსამბლისა და ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,კოლხის“ მოცეკვავეების მონაწილეობით გაიმართა კოსტუმირებული მსვლელობა, თეატრალური სტუდიის მსახიობების მონაწილეობით - სპექტაკლი ,,განდეგილი“.
ასევე მოეწყო ფოტოზონები, შემეცნებითი ინსტალაციები.
საღამო ლინდა ადამიას და ბენდი ¼-ის კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
ეროვნული სამოსისა და მუზეუმების საერთაშორისო დღეებისადმი მიძღვნილი კვირეული სენაკში, მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს მხარდაჭერითა და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.