შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნინოშვილის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 2,2 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული და შემკრები ქსელის გაწმენდით სამუშაოებს
ახორციელებს.
არხის გამტარუნარიანობის გაზრდის შედეგად, მუნიციპალიტეტში 15 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.
სადრენაჟე არხის გაწმენდით სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია მიმდინარე წლის ივნისში დაასრულებს.
აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში გურიის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დრენირებულია 2175 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.