საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთი განკარგულება გამოაქვეყნა, რომელიც 2024 წლის 23 მაისით არის დათარიღებული. ირკვევა რომ პრეზიდენტმა, 2024 წლის 27 მარტს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ოფიციალური წარდგინებაზე, ორი განკარგულებაა გამოსცა.
53 კაციანი სიიდან, პირველი განკარგულების მიხედვით მხოლოდ 34 ადამიანს ერგო ღირსების ორდენი, ხოლო მეორე განკარგულების მიხედვით ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 6-ს წარმომადგენელს.
საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 23 მაისის №23/05/01 განკარგულებით ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ:
მიხეილ აბრამიშვილი - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფიზიოთერაპევტი
გიორგი ბჟალავა - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფიზიოთერაპევტი
თენგიზ გულბანი - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფიზიოთერაპევტი
დევიდ ვები - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ასისტენტი მწვრთნელი
გიორგი ჩანგელია - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ექიმი
დავით ხარაბაძე - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ექიმი
ღირსების მედლით დაჯილდოების საკითხი 2024 წლის 13 ივნისს თბილისის მერის კახა კალაძის გაკეთებული განაცხადების შემდეგ გახდა აქტუალური - პრეზიდენტი დღემდე არ გამოხმაურებია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების ღირსების ორდენით დაჯილდოების მიმართვას
რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადებით უპასუხა. მათი ინფორმაციით, პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, დაჯილდოების გადაცემის ცერემონია სექტემბერში გაიმართება
"აიპრესმა" ადმინისტრაციის ვებგვერდზე გუშინ, გამოქვეყნებული ერთი განკარგულებიდან მოამზადა სტატია სათაურით, პრეზიდენტმა პრემიერის 53 კაციანი სიიდან, ღირსების ორდენით ეროვნული ნაკრების 26 ფეხბურთელი, 5 მწვრთნელი და ფედერაციის 3 წარმომადგენელი დააჯილდოვა, 19-ს კი უარი უთხრა. დღეს კი ადმინისტრაციის ვებგვერდზე მეორე განკარგულება გამოჩნდა.
კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ პრეზიდენტის ასეთი ორდენები, როცა თავიანთი კოლეგები, ვისთან ერთადაც იბრძოდნენ, გამოტოვეს
რასაც პრეზიდენტი ადმინისტრაციამ განცხადებით უპასუხა: ცდილობენ მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ - ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი პირადად დააჯილდოებს სექტემბერში
ასევე, ადმინისტრაცია აცხადებს, რომ "ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი პირადად დააჯილდოებს სექტემბერში ორბელიანების სასახლეში, ეს იქნება სახალხო ზეიმი". თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე ამ დროისთვის გამოქვეყნებულ ორ განკარგულებაში არ იძებნება ჯილდოზე წარდგენილი ყოფილი ფეხბურთელი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და სიაში მყოფი საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების 12 პერსონალი.
პ.ს. სავარაუდოდ არსებობს პრეზიდენტის მესამე განკარგულება სადაც, ირაკლი კობახიძის და შალვა პაპუაშვილის გაგზავნილი 53 კაციანი სიიდან სალომე ზურაბიშვილის ორ განკარგულებაში არ მყოფი პირები არიან ღირსების ორდენით დაჯილდოებული.