პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ფეხბურთელ ქალთა შორის ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა.

ახალი ზელანდიის გუნდის ვარჯიშის დრონის საშუალებით ჯაშუშურად თვალთვალს კანადის გუნდის ადმინისტრაციის ორი ფეხბურთელის დაუყოვნებლივ სახლში იძულებითი გამგზავრება და ოლიმპიური ჩემპიონების მწვრთნელის მიერ ნებაყოფლობით ტრიბუნიდან მატჩისთვის თვალყურის დევნება მოჰყვა, მაგრამ  ახალმა ზელანდიამ მატჩი მაინც წააგო. 

საფრანგეთის და კოლუმბიის გუნდების შეხვედრაში მასპინძლები პირველ ტაიმში 3:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში კოლუმბიელებმა ორი გოლი სწრაფად გაქვითეს და რომ არ არა მინდვრიდან მათი ფეხბურთელის გაძევება და მცირე ხნის შემდეგ ტრავმირებული ფეხბურთელით თამაშის გაგრძელება, ძნელი სათქმელია, შეძლებდნენ თუ არა მასპინძლები შეხვედრის მოგებას.

კანადა - ახალი ზელანდია 2:1(1:1)


ესპანეთი - იაპონია 2:1(1:1)


გერმანია- ავსტრალია 3:0(1:0)


ნიგერია - ბრაზილია 0:1(0:1)


საფრანგეთი - კოლუმბია 3:2(3:0)


აშშ - ზამბია 3:0(3:0)