ატლანტაში, „მერსედეს-ნენც სტედიუმზე“, დასრულდა მეოთხედფინალური შეხვედრა „პარი სენ-ჟერმენს“ და „ბაიერნს“ შორის
პარიზელებმა, რომელთა რიგებსიც კარგი თამაშით გამოირჩეოდა ხვიჩა კვარაცხელია, მეტოქე 2:0 დაამარცხეს და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ.
აღსანიშნავია, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ შეხვედრა ცხრა კაცით დაასრულა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშეები ორივე გუნდიდან ჯანლუიჯი დონარუმა და ხვიჩა კვარაცხელია იყვნენ. პარიზელთა მეკარემ Flashscore-სგან 8,0 დაიმსახურა, გარემარბმა კი 7,5
„პარი სენ-ჟერმენი“ - „ბაიერნი“ 2:0(0:0)
გოლები: 78' დეზირე დუე 1:0, 90+7' უსმან დემბელე 2:0
გაძევება: 81' ვილიან პაჩო („პარი სენ-ჟერმენი“, წითელი ბარათი), 90+2' ლუკას ჰერნანდესი („პარი სენ-ჟერმენი“, წითელი ბარათი)
ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ „რეალს“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.
განახლება: მატჩის დასრულებიდან რამდენიმე წუთში Flashscore-მ შეფასებები შეცვალა და დონარუმას შემდეგ ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღეს აშრაფ ჰაკიმიმ (7,8) და ნუნუ მენდეშმა (7,7)