"მძიმე ტრავმა აქვს მიღებული, ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. შესაბამისად, ჩაუტარდა გადაუდებელი ღონისძიებები. ქირურგიული ოპერაცია იქვე ადგილზე ჩაუტარდა. ყველა საჭირო პროცედურა იქნა განხორციელებული საიმისოდ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები აღდგენილიყო. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
"ეს წარმატებით მოხერხდა. შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აქ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანასთან დაკავშირებით. ის ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვინაიდან ძალიან მძიმე ტრავმები არის სახეზე. რა თქმა უნდა, სჭირდება ინტენსიური მკურნალობა. ბუნებრივია, ამ დროს აუცილებელია გარკვეული პრევენციული ღონისძიების ჩატარება, სამედიცინო თვალსაზრისით. რაც აუცილებელია სიცოცხლის გადარჩენისთვის, ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, უკლებლივ ყველაფერი უკეთდება ბატონ თორნიკეს," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსში, შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა - გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო - დაკავებულია 1 პირი
თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს სამედიცინო დაწესებულებიდან პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადმოყვანილი.