ნაძალადევის რაიონში, გზის დამჭერი კედლების მშენებლობა გრძელდება. 

ამჯერად, კიდევ ერთი საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები კოკინაკის N11ა-სთან მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 25 მეტრი სიგრძის და 5 მეტრი სიმაღლის კედელი მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება ლითონის უსაფრთხოების მოაჯირი.

კედლის მეორე ნაწილის ჩასხმის სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში 550 000 ლარია გათვალისწინებული.