ხაშურში საოპერო მუსიკის კონცერტი გაიმართა.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტ „ოპერა შენს ქალაქში“ ფარგლებში ხაშურის სამუსიკო სკოლას სტუმრობდნენ შემსრულებლები: სულხან გველესიანი, ირინა რატიანი, ლეგი იმედაშვილი, თამაზ საგინაძე, ანა იმედაშვილი, გვანცა დეკანოსიძე, თინათინ ბასოშვილი, ალეკო თიბელიშვილი და ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრი ლევან ტაბატაძე.
შესრულებული იყო ცნობილი საოპერო არიები ზაქარია ფალიაშვილის, ოთარ თაქთაქიშვილის, დიმიტრი არაყიშვილის, ვიქტორ დოლიძის, რევაზ ლაღიძის, ჟორჟ ბიზეს, ჯოაკინო როსინის, ჯუზეპე ვერდის და სხვა კომპოზიტორების ოპერებიდან კონცერტმაისტერების ქეთი გელაშვილისა და ნინა რამიშვილის აკომპანემენტით.
კონცერტს საოპერო მუსიკის თაყვანისმცემლებთან ერთად დაესწრო ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად გოგუაძე.
საოპერო მუსიკის კონცერტი ოპერისა და ბალეტის თეატრის, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის, კულტურის ცენტრების გაერთიანების და ხაშურის სამუსიკო სკოლის თანამშრომლობით შედგა.
კონცერტს, რომელმაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა, უძღვებოდა პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი ვანო გალუაშვილი.