უეფას ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფისწინა ჯგუფური ტურნირის მეოთხე ტურის პირველი სათამაშო დღის შეხვედრები დასრულდა
ვილიარეალში, „ესტადიო დე ლა კერამიკაზე“, „პარი სენ-ჟერმენმა“ აუდოტაფე მოუწყო მასპინძლებს. შეხვედრის დაწყებიდან 17 წუთის თავზე სტუმრებს ოთხი მშრალი გოლი ჰქონდათ გატანილი.
გიორგი მიქაუტაძე (Flashscore — 6.6 ) მინდორზე 63-ე წუთზე შევიდა.
„ვილიარეალი“ - „პარი სენ ჟერმენი“ 0:6(0:4)
გოლები: 9' ჟოაუ ნევეში 0:1, 12' დეზირე დუე 0:2, 13' სენი მაიულუ 0:3, 17' და 50' ფაბიან რუისი 0:4 და 0:5, 78' დავიდ ბოლი 0:6
მადრიდში, „მეტროპოლიტანოზე“ მასპინძლებმა ვერაფერი გააწყეს „ბაიერნთან“ და დამარცხდნენ
„ატლეტიკო“ მადრიდი — „ბაიერნი“ 0:2(0:0)
გოლები: 54' ლენარტ კარლი 0:1, 74' კონრად ლაიმერი 0:2
„კამპ-ნოუზე“ „ბარსელონამ“ პირველი მარცხი აწვნია „ასტონ ვილას“,
„ბარსელონა“ — „ასტონ ვილა“ 3:0(1:0)
გოლები: 7' ლამინე იამალი 1:0, 52' და 64' რაფინია 2:0 და 3:0
მეოთხე ტურში ასევე პირველად დამარცხდა „შტუტგარტი“. მას „გალათასარაიმ“ ალექსეი ბატრაკოვის დუბლით სძლია.
„გალათასარაი“ — „შტუტგარტი“ 2:0(2:0)
გოლები: 12' და 15' ალექსეი ბატრაკოვი
მესამე მოგება ჩაიწერა აქტივში „სპორტინგმა“. მან ლონდონში, „სტემფორდ ბრიჯზე“, ნომინალურ მასპინძელს, „შახტარს“ სძლია.
„შახტარი“ — „სპორტინგი“ 0:1(0:1)
გოლი: 59' ისა დომბია
ორბურთიანი სხვაობა ვერ შეინარჩუნა მანჩესტერში „რომამ“.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ — „რომა“ 3:2(0:2)
გოლები: 11' მატიას სულე 0:1, 17' დონიელ მალენი, თერთმეტმეტრიანიდან 0:2, 58' ბრუნუ ფერნადეში, თერთმეტმეტრიანიდან 1:2, 83 და 86' მათეუს კუნია 2:2 და 3:3
გაძევება: 90+1' მათეუს კუნია (მეორე ყვითელი)
მეოთხედ დამარცხდა ბრატისლავის „სლოვანი“. ავსტრიის ჩემპიონმა სტუმართა კარში ოთხი მშრალი ბურთი გაიტანა.
„ლასკი“ — „სლოვანი“ (3:0)
გოლები: 19' და 37' კასპერ პოულ მოლგორ იორგენსენი 1:0 და 2:0, 44' რობერტ ლიუბიჩიჩი 3:0, 48' სამუელ ადენირანი 4:0
როტერდამში დიდი ანგარიშით გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გამოასწორა „ინტერმა“
„ფეიენორდი“ — „ინტერი“ 0:3(0:2)
გოლები: 8' იან ბისეკი 0:1, 34' ფრანჩესკო ესპოზიტო 0:2, 54' პიოტრ ზელინსკი 0:3
„ბოდო გლიმტი“ — „ლილი“ 0:0


მოამზადა რაულ კაპანაძემ




