ესპანეთის „ლა ლიგაში" ოცდამეთერთმეტე ტურის შეხვედრები დასრულდა.
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ" გასვლაზე „ოსასუნა" დაამარცხა და ევროთასებზე გამსვლელი ადგილის დასაკავებლად ბრძოლაში მეტად მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.
ერთადერთი გოლი შეხვედრის პირველი ნახევრის მე-18 წუთზე ანდრე ალმეიდამ გაიტანა, გიორგი მარდაშვილმა კი სეზონში მესამე თერმეტმეტრიანი მოიგერია.
აღსანიშნავია, რომ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში სეზონზე ჩატარებული 31 შეხვედრიდან კარი მშრალად მეთორმეტედ შეინახა.
„ოსასუნა" - „ვალენსია" 0:1(0:1)
გოლი: 18' ანდრე ალმეიდა
90+8 წუთზე გიორგი მამარდაშვილმა თერთმეტმეტრიანი მოიგერია
„ბეტისი" - „სელტა" 2:1(1:0)
„ატლეტიკო" - „ჟირონა" 3:1(2:1)
„რაიო ვალიეკანიო" - „ხეტაფე" 0:0
„მალიორკა" - „რეალი" 0:1(0:0)
„კადისი" - „ბარსელონა" 0:1(0:1)
„ლას პალმასი" - „სევილია" 0:2(0:1)
„გრანადა" - „ალავესი" 2:0(2:0)
„ატლეტიკი" - „ვილიარეალი" 1:1(0:0)
„რეალ სოსიედადი" - „ალმერია" 2:2(1:1)