ამის შესახებ ინფორმაციას კრიმინალურ ქრონიკაზე ორიენტირებული ფრანგული პორტალი actu17 ავრცელებს.

პარიზის მე-8 ოლქში, ელისეს მინდვრებთან ახლოს, მარბეფის ქუჩაზე მდებარე სასტუმროში, ნომრიდან სავახშმოდ გასულ წყვილს დაახლოებით 1,5 მილიონი ევროს ღირებულების საათები და ტყავის ნაწარმი მოჰპარეს.

წინასწარი ინფორმაციით, ძარცვა წუხელ, 22:00-დან 02:00 საათამდე მოხდა. ქურდებმა ბრენდული ტანსაცმლის კომპანიის დამფუძნებელი ამერიკელის და მისი პარტნიორი მოდელის მეორე სართულზე მდებარე დიდ სასტუმრო ნომერში ეზოს მხრიდან არსებული შენობის შვერილზე მოხვედრის და ფანჯრის მინის ჩამტვრევის შემდეგ შეაღწიეს და წაიღეს მცირე ზომის სეიფი, რომელიც წყვილს სასტუმროს ადმინისტრაციამ ძვირფასეულობის შესანახად მისცა.