სან-მარინოში, „ეციო კონტიზე“, 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის შეხვედრები დაიწყო B ლიგის მეორე ჯგუფის ნაკრებ გუნდებს შორის.
საქართველოს საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ბოსნია და ჰერცეგოვინის, დანიის და სან-მარინოს ნაკრებ გუნდებთან ერთად იბრძვის მესამე რაუნდში გადასასვლელად, პირველი შეხვედრა დანიის ნაკრებთან გამართა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.
საქართველო - დანია 2:5(1:3)
გათამაშების ფორმატის თანახმად, საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე რაუნდში B ლიგის შვიდი ჯგუფიდან მხოლოდ გამარჯვებულები გადავლენ, იქ A ლიგის შვიდი ჯგუფის ოცდაერთ საუკეთესო გუნდს შეუერთდებიან და შვიდ ჯგუფად დაიყოფიან. გამარჯვებულები ევროპის ჩემპიონის წოდების მოსაპოვებლად მასპინძლებთან, ჩეხეთის ნაკრებთან ერთად გააგრძელებენ ბრძოლას.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




