UFC-ს ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი პეტრ იანისთან დამარცხების შემდეგ, მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს.
"ჩემზე მოდის კრიტიკა. ზოგი მაგინებს ზოგი მლანძღავს. ზოგს ჩემი ბრძოლის სტილი არ მოსწონს, ზოგი დავმარცხდი და მარცხის გამო მლანძღავს. ზოგს ჩემი ცხვირი არ მოსწონს, ზოგს ჩემი მეტყველება არ მოსწონს. ძალიან გულგასატეხი კრიტიკაა ჩემზე, რომელიც არ დამიმსახურებია. ქართველისგან ძალიან გულგასატეხია... კრიტიკას გააჩნია, ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვები, გინება... ერთმანეთს ვიმშვიდებთ ჩემი მშობლები, ჩემი ძმები... ჩვენ არაფერს ვაფუჭებთ, იმ მიზანს ვემსახურებით, რა მიზნითაც დავიწყე სპორტი.
მინდოდა ერთი რიგითი წარმომადგენელი ვყოფილიყავი ჩემი ქვეყნის. და ვთვლი რომ ამას ასე თუ ისე ვაკეთებ და მანამდე არ გავჩერდები, სანამ ვთვლი რომ ეს გამომდის და მერე თუ შევხედავ, რომ მე შევარცხვინე ჩემი ქვეყანა ჩემი სპორტული გამოსვლით, დავანებებ თავს. - აცხადებს მერაბ დვალიშვილი.
შეგახსენებთ, დვალიშვილის და რუსეთის სახელით მოასპარეზე იანის შეხვედრა აბუ-დაბში 24 ოქტომბერს შედგა.








