თბილისში, დიდუბის რაიონში მკვლელობა მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მოკლულია ქალი და მამაკაცი.

ასევე, არსებული ინფორმაციით, ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ და საცხოვრებელ კორპუსთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

ოფიციალური კომენტარი მომხდარის შესახებ ჯერ არ გაკეთებულა.