ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ოზურგეთისა და გურიანთის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრაზე ადგილობრივების საჭიროებები და მოსახლეობის ინიციატივები განიხილეს. დასმული საკითხები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის სამსახურებს გადაეცა.




