ოქროს მედლისთვის იაკობ ქაჯაია 2-გზის ოლიმპიურ პრიზიორ, 4-გზის მსოფლიო და 8-გზის ევროპის ჩემპიონთან იჭიდავებს (ვიდეო)

1619205849
ვარშავაში, ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე პირველი დღის შეხვედრები დასრულდა
კლასიკური სტილით მოჭიდავეები დღეს 55-63-77-87-130 კგ წონით კატეგორიაში არკვევდნენ იმ სპორტსმენთა ვინაობებს, რომლებიც ხვალ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებისთვის გააგრძელებენ ჭიდაობას.
55 კგ წონით კატეგორიაში აზერბაიჯანელი ელდანიზ აზიზლი დამარცხდა რუს ემილ შეფერშაევთან და ნუგზარ წურწუმიას რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრელების იმედი გადაეწურა.
63 კგ წონით კატეგორიაში ლერი აბულაძე პირველი პერიოდის შემდეგ 5:0-ს უგებდა მეტოქეს, რუს ჟამბოლატ ლოკიაევს, თუმცა მეორე მეორე პერიოდში პარტერში მყოფი მეტოქემ ორჯერ 4-ქულიან გდებაზე დასცა - 1:9.
ხვალ ლერი აბულაძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს რეპეშაჟში გამარჯვებულთან.
77 კგ წონაში ბელარუსი ტიმურ ბერდიაევი მეოთხედფინალში დამარცხდა უნგრელ ტამაშ ლორინცთან და საჩინო დავითაია რეპეშაჟში ვეღარ იჭიდავებს.
87 კგ წონით კატეგორიაში რეპეშაჟის ნახევარფინალში თორნიკე ძამაშვილი უნგრელ ვიქტორ ლორინცს და რუს მილად ალირზაევს შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ბრინჯაოს მედლისთვის დანიელ სპორტსმენ ტურპან ბისულთანოვთან იჭიდავებს.
ამ წონით კატეგორიაში ფინალში გავიდა და შეასრულა სერბი მოჭიდავეებისთვის ევროპის ჩემპიონატისთვის დასახული ამოცანა - მოეპოვებინათ ევროპის ჩემპიონატზე „თუნდაც ერთი მედალი". ზურაბ დათუნაშვილმა ნახევარფინალში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონი დენის მაქსიმილიან კუდლა 2:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე თორნიკე ძამაშვილთან შეხვედრაში გამარჯვებული ბელარუსი კირილ მაცკევიჩი იქნება.
სერბები მიიჩნევენ რომ ზურაბ დათუნაშვილს, ისევე როგორც ვიქტორ ნემეშს, შესწევს უნარი შეუერთდეს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მქონე სტევენ მიჩიჩს (57 კგ თავისუფალი სტილით ჭიდაობა), მატე ნემეშს (67 კგ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა) და მიხეილ ქაჯაიას (97 კგ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა), თუმცა ამ წონაში ლიცენზიის მოსაპოვებლად დათუნაშვილს ერთადერთ შანსი მაისში, ბულგარეთში მიეცემა. მისი ძირითადი კონკურენტი კი რუსი სპორტსმენი იქნება. რუსებს მხოლოდ ამ წონაში არ აქვთ ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. მათმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა დავით ჩაკვეტაძემ მსოფლიო ჩემპიონატი ტრავმის გამო გამოტოვა, წელს, ბუდაპეშტის სალიცენზიო ტურნირის დაწყებამდე კი კორონავირუსით დაინფიცირდა. მისმა პირველმა შემცვლელმა კომაროვმა მსოფლიო ჩემპიონატი ჩააგდო, მეორეს, მილად ალიაზაროვს კი ლიცენზია ლაშა გობაძემ აართვა.
ლაშა გობაძემ ოლიმპიური საგზურისთვის ბრძოლაში რუსი მოჭიდავე უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)
ვიქტორ ნემეში (77 კგ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა) ვარშავაში არ ჭიდაობს და სპეციალური გრაფიკით ემზადება ბულგარეთის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის, ზურაბ დათუნაშვილისთვის კი, „მისი სტილიდან გამომდინარე" მწვრთნელებმა მიიჩნიეს რომ ბულგარეთის ტურნირამდე ევროპის პირველობაზე ასპარეზობა კარგი იქნებოდა.
130 კგ წონით კატეგორიის ნახევარფინალურ შეხვედრაში იაკობ ქაჯაიამ პირველი პერიოდის დაწყებიდან 1 წუთის და 35 წამის გასვლის შემდეგ პარტერში ჩაყენებულ ესტონელ რომას ფრიდრიკასს 22 წამში 4 ბრუნით 8 ქულა აართვა და აშკარა უპირატესობით გაიმარჯვა - 9:0.
ხვალ ფინალურ შეხვედრაში იაკობ ქაჯაია ოლიმპიური თამაშების ვერცხლის ბრინჯაოს მედლების მფლობელს, 4-გზის მსოფლიო და 8-გზის ევროპის ჩემპიონს, თურქ რიზა კაიალს შეხვდება.
ხვალვე ასპარეზობაში ჩაებმებიან და მედლებისთვის მებრძოლთა ვინაობებს გაარკვევენ 60-67-72-79-97 კგ წონით კატეგორიის მოჭიდავეები. საქართველოდან ამ წონით კატეგორიებში ირაკლი ძიმისტარიშვილი, ჯონი ხეცურიანი, შმაგი ბოლქვაძე, აივენგო რიკაძე და გიორგი მელია იასპარეზებენ.