ალბანეთის ქალაქ დურესში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში იუნიორთა და 23 წლამდე ასაკის ახალგაზრდათა შორის.
ასპარეზობის დასკვნით დღეს წარმატებით იასპარეზა 23 წლამდე ასაკის +86 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს წარმომადგენელმა ნათია გადელიამ.
ქართველმა სპორტსმენმა მცირე ოქროს მედლები მოიპოვა ატაცსა და აკვრაში და დიდი ოქროს მედლით დაიმშვენა მკერდი ორჭიდის ჯამში.
110 კგ წონაში (U23) გურამ ვეკუამ სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ:
49 კგ წონაში მარიამ მაისურაძემ (U23) ატაცსა და აკვრაში მცირე ვერცხლის მედლები მოიპოვა, ორჭიდის ჯამში კი დიდი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა;
60 კგ-ში კი გიგა ოდიკაძემ (U23) ატაცში მცირე ოქროს, აკვრაში მცირე ვერცხლის, ორჭიდის ჯამში მან დიდი ვერცხლის მედალი აიღო;
70კგ წონაში რევაზ მილდიანმა (იუნიორები) ატაცში ვერცხლის, აკვრაში ბრინჯაოს, ორჭიდის ჯამში კი დიდი ვერცხლის მედალი მოიპოვა;
70 კგ წონაში მანუჩარ ყიფშიძემ ატაცში მცირე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა;
75 კგ წონაში გოგა ჯაჯვანმა და ლუკა სილაგაძემ (იუნიორები) დიდი ოქროს და დიდი ვერცხლის მედლები მიიღეს. ამასთან, გოგა ჯაჯვანმა ორი მცირე ოქროს მედალი აიღო, ლუკა სილაგაძემ კი ატაცში მოიპოვა მცირე ბრინჯაოს მედალი.
77 კგ წონაში ნანა ხორავამ (იუნიორები) ორი მცირე ვერცხლის და დიდი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
85 კგ ზურაბ მსხალაძემ (U23) სამი ოქროს მედალი მოიპოვა.
86 კგ წონაში მარიამ მურღვლიანმა (იუნიორები) ატაცში მცირე ოქროს მედალი მოიპოვა, აკვრაში მცირე ვერცხლის მედალი, ორჭიდის ჯამში კი დიდი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
110 კგ წონაში (იუნიორთა შორის) გივი დარსაველიძემ სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა, ირაკლი ვეკუამ კი სამი ბრინჯაოს მედალი.
95 კგ წონაში (U23) გერვასი თაბაგარი აკვრაში მცირე ვეცხლის მედალს დაეუფლა, საბა ასანიძემ კი ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




