ალბანეთის ქალაქ დურესში გრძელდება ევროპის ჩემპიონატმა ძალოსნობაში იუნიორთა და 23 წლამდე ასაკის ახალგაზრდათა შორის.
დღეს საქართველოდან ფიცარნაგზე 60კგ წონითი კატეგორიის ძალოსანი გიგა ოდიკაძე გამოდიოდა.
ატაცში გიგა ოდიკაძემ მეორე ცდაზე დაძლეული 120 კგ-ით მცირე ოქროს მედალი მოიოპოვა.
აკვრაში მან 142 კგ აიღო და მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ორი მოძრაობის ჯამში გიგა ოდიკაძე დიდი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა
შეგახსენებთ, რომ 49 კგ წონაში მარიამ მაისურაძემ ატაცსა და აკვრაში მცირე ვერცხლის მედლები მოიპოვა, ორჭიდის ჯამში კი დიდი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა
მოამზადა რაულ კაპანაძემ




