ალბანეთის ქალაქ დურესში გრძელდება ევროპის ჩემპიონატმა ძალოსნობაში იუნიორთა და 23 წლამდე ასაკის ახალგაზრდათა შორის
23 წლამდე ასაკის ქალთა 86 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ძალოსანმა მარიამ მურღვლიანმა ატაცში 112 კგ-ით მცირე ოქროს მედალი მოიპოვა.
აკვრაში მარიამ მურღვლიანი 136 კგ-ით მცირე ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ორჭიდის ჯამში მარიამ მურღვლიანი დიდი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ 49 კგ წონაში მარიამ მაისურაძემ ატაცსა და აკვრაში მცირე ვერცხლის მედლები მოიპოვა, ორჭიდის ჯამში კი დიდი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, 60 კგ-ში კი გიგა ოდიკაძემ ატაცში მცირე ოქროს, აკვრაში მცირე ვერცხლის, ორჭიდის ჯამში მან დიდი ვერცხლის მედალი აიღო, რევაზ მილდიანმა 70კგ წონითი კატეგორიაში ატაცში ვერცხლის, აკვრაში ბრინჯაოს, ორჭიდის ჯამში კი დიდი ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო გოგა ჯაჯვანმა და ლუკა სილაგაძემ 75 კგ წონაში დიდ ოქროს და დიდი ვერცხლის მედლები მიიღეს. ამასთან, გოგა ჯაჯვანმა ორი მცირე ოქროს მედალი აიღო, ლუკა სილაგაძემ კი ატაცში აიღო მცირე ბრინჯაოს მედალი. დღეს კიდევ ერთმა ქართველმა ძალოსანმა, ნანა ხორავამ ორი მცირე ვერცხლის და დიდი ვერცხლის მედალი მოიპოვა. გუშინ ზურაბ მსხალაძემ სამი ოქროს მედალი მოიპოვა.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




