ალბანეთის ქალაქ დურესში გრძელდება ევროპის ჩემპიონატმა ძალოსნობაში იუნიორთა და 23 წლამდე ასაკის ახალგაზრდათა შორის.
დღეს საქართველოდან ფიცარნაგზე 70კგ წონითი კატეგორიის ძალოსანი რევაზ მილდიანი გამოდიოდა.
ატაცში რევაზ მილდიანმა 138 კგ დასძლია და მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
აკვრაში მან 161 კგ აიღო და მცირე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ორი მოძრაობის ჯამში რევაზ მილდიანი დიდი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ 49 კგ წონაში მარიამ მაისურაძემ ატაცსა და აკვრაში მცირე ვერცხლის მედლები მოიპოვა, ორჭიდის ჯამში კი დიდი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, 60 კგ-ში კი გიგა ოდიკაძემ ატაცში მცირე ოქროს, აკვრაში მცირე ვერცხლის, ორჭიდის ჯამში კი დიდი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




