ალბანეთის ქალაქ დურესში გრძელდება ევროპის ჩემპიონატმა ძალოსნობაში იუნიორთა და 23 წლამდე ასაკის ახალგაზრდათა შორის.

23 წლამდე ასაკის +110 კგ წონით კატეგორიაში საქართველოდან გივი დარსაველიძე და ირაკლი ვეკუა ასპარეზობდნენ,

გივი დარსაველიძემ ატაცში 168 კგ დასძლია და მცირე ვერცხლის მედალს დაეუფლა, ირაკლი ვეკუა კი 167 კგ-ით ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

აკვრაში გივი დარსაველიძემ 210 კგ წონით მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ირაკლი ვეკუამ 209 კგ აკრა და მცირე ბრინჯაოს მედალს შეწვდა

ორჭიდის ჯამში გივი დარსაველიძე დიდი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ირაკლი ვეკუამ კი დიდი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.






შეგახსენებთ:

49 კგ წონაში მარიამ მაისურაძემ (U23) ატაცსა და აკვრაში მცირე ვერცხლის მედლები მოიპოვა, ორჭიდის ჯამში კი დიდი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა;

60 კგ-ში კი გიგა ოდიკაძემ (U23) ატაცში მცირე ოქროს, აკვრაში მცირე ვერცხლის, ორჭიდის ჯამში მან დიდი ვერცხლის მედალი აიღო;

70კგ წონაში რევაზ მილდიანმა (იუნიორები) ატაცში ვერცხლის, აკვრაში ბრინჯაოს, ორჭიდის ჯამში კი დიდი ვერცხლის მედალი მოიპოვა,;

75 კგ წონაში გოგა ჯაჯვანმა და ლუკა სილაგაძემ (იუნიორები) დიდი ოქროს და დიდი ვერცხლის მედლები მიიღეს. ამასთან, გოგა ჯაჯვანმა ორი მცირე ოქროს მედალი აიღო, ლუკა სილაგაძემ კი ატაცში მოიპოვა მცირე ბრინჯაოს მედალი.

77 კგ წონაში ნანა ხორავამ (იუნიორები) ორი მცირე ვერცხლის და დიდი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

85 კგ ზურაბ მსხალაძემ (U23) სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

86 კგ წონაში მარიამ მურღვლიანმა (იუნიორები) ატაცში მცირე ოქროს მედალი მოიპოვა, აკვრაში მცირე ვერცხლის მედალი, ორჭიდის ჯამში კი დიდი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ