ალბანეთის ქალაქ დურესში გრძელდება ევროპის ჩემპიონატმა ძალოსნობაში იუნიორთა და 23 წლამდე ასაკის ახალგაზრდათა შორის

დღეს, 23 წლამდე ასაკის 85 კგ წონითი კატეგორიის კაცებში ოქროს მედლისთვის საქართველოდან ზურაბ მსხალაძე იბრძოდა.

ზურაბ მსხალაძემ ატაცში 162 კგ დასძლია და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა.

აკვრაში ზურაბ მსხალაძემ 193 კგ-ით მეორე მცირე ოქროს მედალს დაეუფლა.

ორჭიდის ჯამში ზურაბ მსხალაძემ 355 კგ დაგროვა საქართველოს მეორე დიდი ოქროს მედალი მოუტანა.


შეგახსენებთ, რომ 49 კგ წონაში მარიამ მაისურაძემ ატაცსა და აკვრაში მცირე ვერცხლის მედლები მოიპოვა, ორჭიდის ჯამში კი დიდი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, 60 კგ-ში კი გიგა ოდიკაძემ ატაცში მცირე ოქროს, აკვრაში მცირე ვერცხლის, ორჭიდის ჯამში მან დიდი ვერცხლის მედალი აიღო, რევაზ მილდიანმა 70კგ წონითი კატეგორიაში ატაცში ვერცხლის, აკვრაში ბრინჯაოს, ორჭიდის ჯამში კი დიდი ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო გოგა ჯაჯვანმა და ლუკა სილაგაძემ  75 კგ წონაში დიდ ოქროს და დიდი ვერცხლის მედლები მიიღეს. ამასთან, გოგა ჯაჯვანმა ორი მცირე ოქროს მედალი აიღო, ლუკა სილაგაძემ კი ატაცში აიღო მცირე ბრინჯაოს მედალი. დღეს კიდევ ერთმა ქართველმა ძალოსანმა, ნანა ხორავამ ორი მცირე ვერცხლის და დიდი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ