იტალიური საფეხბურთო კლუბ "ნაპოლი"-ს ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ავრცელებს

"ნაპოლი" - ს ინფორმაციით,  "მარიო რუიმ მთელი სესია ჯგუფურად ჩაატარა. ზედადკა პერსონალურად ვარჯიშობდა მოედანზე და სპორტდარბაზში. გუშინ ვარჯიშზე მიყენებული ბლაგვი ტრავმის შემდეგ კვარაცხელია პერსონალიზებულ სამუშაოს სპორტულ დარბაზში და მოედანზე აკეთებდა." 

გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ, შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მაისს „ნაპოლისა“  და „ინტერის“ შეხვედრა გამოტოვოს. რომელიც იტალიაში, მარადონას სახელობის სტადიონზე უნდა ჩატარდეს. 

ფოტო sscnapoli.it