აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთხელ უწოდა „ისტორიაში საუკეთესო ვაჭარი“.

როგორც „ფოქს ნიუსი“ წერს, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა დოჰაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა დაკარგული სიცოცხლეებისა და საომარ ძალისხმევაზე დახარჯული თანხების გამო.

„ჩვენ იქ 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ – უბრალოდ გადავეცით. არავინ იცის, სად არის ეს ფული. არ არის არანაირი აღრიცხვა. უნდა ვაღიარო ზელენსკის დამსახურება. ვფიქრობ, ის არის უდიდესი ვაჭარი ისტორიაში. ყოველ ჯერზე, როცა ის შეერთებულ შტატებში ჩამოდიოდა, ის 100 მილიარდი დოლარით ბრუნდებოდა უკან. კარგი ვაჭარია, არა? ბოლო ჯერზე მან ასე კარგად ვეღარ იმუშავა, მხოლოდ 60 მილიარდი მიიღო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თარგმანი: პირველი არხი