იტალიური საფეხბურთო კლუბი "ნაპოლი"-ს ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" დამარცხების შემდეგ სოციალურ ქსელ "ინსტარგრამში" წერს. 

"რთულია როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო. 
ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ. მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება", - წერს კვარაცხელია. 

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალში „ნაპოლიმ" სახლში „მილანს“ ვერ მოუგო. თამაში ფრედ 1:1 დასრულდა და ტურნირს დაემშვიდობა.


მიხეილ აბაიშვილი