უდინეში „უდინეზეს" და „ნაპოლის" შორის იტალიის სერია A-ს ოცდამეცამეტე ტურის შეხვედრა გაიმართა.

„ნაპოლის" ფეხბურთელებისთვის მატჩი მნიშვნელოვანი იმ გარემოების გამო იყო, რომ შეხვედრის მოგების ან თუნდაც ფრედ დამთავრების შემთხვევაში ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ხდებოდა ჩემპიონი, „უდინეზეს" კი მომავალ ჩემპიონთან შეხვედრაში თავის გამოჩენის სურვილი ამოძრავებდა.

„დიეგო არმანდო მარადონას" სტადიონზე შეკრებილი „ნაპოლის" თითქმის 60 ათასი გულშემატკივარი ადევნებდა თვალს უდინეში მიმდინარე მატჩს და თავისი გუნდისგან საჩემპიონო შედეგს ელოდა.  შეხვედრის პირველმა ნახევარმა მათი იმედები არ გაამართლა. „ნაპოლი" შეტევაში ვერაფერს ჰქმნიდა, „უდინეზემ" კი ერთადერთი საგოლე მომენტი გამოიყენა (სანდი ლოვრიჩი, მე-13 წუთი) და ტაიმი მოიგო.

მეორე ნახევრის 52-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი რამდენიმე შეხების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას მიუვიდა და მან დაახლოებით 12 მეტრიდან ძლიერი დარტყმით გაგზავნა ბურთი კარისკენ. მეკარე მარკო სილვესტრის მოგერიებულ ბურთთან პირველი ვიქტორ ოსიმჰენი გაჩნდა და მან ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.


33-წლიანი მოლოდინის შემდეგ „ნაპოლი" იტალიის ჩემპიონი მესამედ გახდა. 
აღსანიშნავია, რომ  1990 წელს მის მიერ გამარჯვების მოპოვების შემდეგ იტალიის ჩემპიონი თითოჯერ გახდნენ„სამპდორია", ლაციო" და „რომა", სხვა შემთხვევებში კი გამარჯვება „მილანს", ინტერს" და იუვენტუსს" რჩებოდათ.

ხვიჩა კვარაცხელია მეორე ქართველი ფეხბურთელია, ვინც იტალიის ჩემპიონობა მოიპოვა. პირველად ეს ტიტული 2004 მოიპოვა „მილანის" რიგებში მოთამაშე კახა კალაძემ.   

1. „ნაპოლი” 33 25-5-3 69:23 80
2. „ლაციო” 33 19-7-7 52:24 64
3. „იუვენტუსი" 33 19 6 8 50:28 63
4. „ინტერი” 33 19-3-11 60:35 60
5. „ატალანტა” 33 17-7-9 56:39 58

6. „მილანი" 33 16-10-7 53:39 58
7. „რომა” 33 17-7-9 45:31 58
8. „ფიორენტინა” 33 12-10-11 45:39 46

9. „ბოლონია” 33 12-9-12 42:43 45
10. „მონცა” 33 12-9-12 41:44 45
11. „ტორინო” 33 12-9-12 34:36 45
12. „უდინეზე” 33 10-13-10 43:41 43
13. „სასუოლო” 33 12-7-14 40:49 43

14. „სალერნიტანა” 33 7-14-12 41:49 35
15. „ემპოლი” 33 8-11-14 29:43 35
16. „ლეჩე” 33 7-10-16 28:40 31
17. „სპეცია” 33 5-12-16 28:54 27
18. „ვერონა” 33 6-9-18 27:51 27
19. „კრემონეზე” 33 3–12-18 29:59 21
20. „სამპდორია” 33 3-8-22 20:59 17

ბომბარდირები: ვიქტორ ოსიმჰენი („ნაპოლი") - 22 გოლი
ლაუტარო მარტინესი („ინტერი) - 19 გოლი (1 პენალტიდან)
ბულაიე დია („სალერნიტანა") - 15 (1 პენალტიდან)
მბალა ნზოლა („სპეცია") - 13 გოლი (3 პენალტიდან)
ადემოლა ლუკმენი („ატალანტა") - 13 გოლი (3 პენალტიდან)
ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი") - 12 გოლი (2 პენალტიდან)
რაფაელ ლეაუ („მილანი") - 12 გოლი