ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული ავსტრიის წარმომადგენელი 25 წლის JJ გახდა, სიმღერით Wasted Love. მან ჯამში 436 ქულა მიიღო.
საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება - 12 ქულა იტალიას ერგო.
კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალისგან განსხვავებით ფინალურ შოუზე, ხალხთან ერთად, ჟიურიც მონაწილეობდა ხმის მიცემაში.
ევროვიზია 2025-ის ფინალში 26 ქვეყანა მონაწილეობდა: ნორვეგია, ლუქსემბურგი, ესტონეთი, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ისლანდია, ლატვია, ნიდერლანდები, ფინეთი, იტალია, პოლონეთი, გერმანია, საბერძნეთი, სომხეთი, შვეიცარია, მალტა, პორტუგალია, დანია, შვედეთი, საფრანგეთი, სან მარინო და ალბანეთი.