ორლანდოში, „კემპინგ ვორლდ სტედიუმზე“, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრა დასრულდა.

ბრაზილიელების და საუდის არაბელების შეხვედრაში ბრაზილიელები უკეთ გამოიყურებოდნენ და შეხვედრა მათი გამარჯვებით დასრულდა.

ფლუმინენსე“ - „ალ ჰილალი“ 2:1(1:0)
გოლები: 40' მარტინელი 1:0, 51' მარკოს ლეონარდო 1:1, 70' ჰერკულესი 2:1


„ფლუმინენსე“ ნახევარფინალში „პალმეირასს“ და „ჩელსის“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.