დღეს, ლივერპულში, მოკრივეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რინგზე ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი ლაშა გურული გავიდა.
პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანმა, ლაშა გურულმა (65კგ), მერვედფინალში გასასვლელ ორთაბრძოლაში საუდის არაბეთის წარმომადგენელს, მუსა ზუბაირ ალჰავსავის 5:0 სძლია და მერვედფინალში მასზე ადრე გასულ ოთხ ქართველ მოკრივეს შეუერთდა.
ხვალ მეოთხედფინალში გასასვლელ ორთაბრძოლას ლუკა ნიქაბაძე (70კგ) იორდანელ ზეიად იაშაშთან გამართავს, გიორგი ნატროშვილი (75კგ) კი ბელგიელ ჰამზა შრირთან. 9 სექტემბერს სახილ ალახვერდოვი (50კგ) იაპონელ მაკინო სოუშის შეხვდება, ლაშა გურული კი ირლანდიელ დინ კლენსის. 10 სექტემბერს მეოთხედფინალში გასაცლელად გიორგი ყუშიტაშვილი (85კგ) იბრძოლებს. მისი მეტოქე ყაზახი ბექზად ნურდაულეტოვი იქნება.