მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა.

შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამოსვლა და მესამე გამარჯვება იყო.

ქართველი სპორტსმენი მორაესს მეორედ დაუპირისპირდა. მათი პირველი შეხვედრა 2021 წლის სექტემბერში, UFC 266-ზე შედგა, სადაც დვალიშვილმა ბრაზილიელი მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მერაბ დვალიშვილმა ტურნირზე მონაწილეობა აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის მიუხედავად მიიღო. 11 ნოემბერს მას და მის მეგობარს, საბა ლაზიშვილს, სასტუმროში უსმან ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვის წევრები თავს დაესხნენ. მომხდარის შემდეგ ქართველი სპორტსმენები დააკავეს, თუმცა 13 ნოემბერს გაათავისუფლეს.

დვალიშვილს RAF-ის ეგიდით მანამდე ფრენკი ედგარი და ჰენრი სეხუდო ჰყავდა დამარცხებული. სეხუდოსთან განმეორებით შეხვედრაში კი მარცხი განიცადა.

ცნობისათვის, შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) უმსუბუქესი წონის ყოფილ ჩემპიონ მერაბ დვალიშვილთან მომხდარი ჩხუბის ყველა მონაწილე აბუ-დაბიში დააკავეს.

დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე მიიღებს ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი, რომელიც სასტუმროში მომხდარი დაპირისპირების დროს დვალიშვილთან ერთად იმყოფებოდა, ის ლეგენდარულ ურაია ფეიბერს დაუპირისპირდება.