აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
მერაბ დვალიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც საკითხის მოგვარებაში მონაწილეობდა. ქართველმა სპორტსმენმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ინციდენტში მონაწილე სხვა პირებსაც გაათავისუფლებენ.
„მინდა, ყველამ იცოდეს, რომ გამათავისუფლეს. თავს კარგად ვგრძნობ, ჯანმრთელი ვარ და მზად ვარ.
მინდა, მადლობა გადავუხადო აბუ დაბიში ყველას, ვინც ამ საკითხის მოგვარებაში დაგვეხმარა. მიყვარს აბუ დაბიში სტუმრობა და მიხარია, რომ აქ კარგად მხვდებიან.
იმედი მაქვს, ყველას გაათავისუფლებენ. ჩემი მხრიდან საჩივარს არ შევიტან. მშვიდობა და ყველასთვის საუკეთესო მინდა. მადლობა სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის“, – დაწერა მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში.
მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი 13 ნოემბერს გაათავისუფლეს. მათზე თავდამსხმელებს, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გარემოცვის წევრებს კი ექვსთვიანი პატიმრობა და თითოეულს 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა შეეფარდათ.
დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი 14 ნოემბერს RAF-ის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.




