ამის შესახებ უეფსის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აცხადებს და ამბობს, რომ სამშობლოს შეურაცხყოფას არავის აპატიებს.

"ომალისთან დაპირისპირება პერსონალური არაა, ეს პროფესიონალური დაპირისპირებაა. მასზე ძალიან გაბრაზებული ვიყავი რამდენჯერმე. გაგიჟებული ვიყავი, როდესაც ჩემი ქვეყანა რამდენჯერმე მოიხსენია უპატივცემულოდ. ჩემი ქვეყანა ჩემთვის რელიგიაზე მეტია. ჩემი ქვეყანა აქ [გულში] მაქვს და ამიტომ დავიწყე ბრძოლა, რომ ჩემი ქვეყანა წარმომეჩინა. და როდესაც ვიღაც, არ აქვს მნიშვნელობა ვინ, უპატივცემულობას ამჟღავნებს შენი ოჯახის, ქვეყნის მიმართ, უნდა გაბრაზდე. მაშინ მინდოდა სახეში გამერტყა. თუმცა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, რომ დავამარცხო კვირას და მისი ქამარი წამოვიღო. ბრძოლის შემდეგ ვისაუბრებ, შეიძლება ვაპატიო, ან უბრალოდ ვისაუბროთ. მინდა ვაჩვენო, რომ უნდა იყოს თავმდაბალი და პატივი სცეს ყველას. საქართველო, მიყვარხარ! ყველაფერს გავაკეთებ, როგორც ჩვენ შეგვეფერება და ისე დავიხარჯები ბოლომდე!,"- აცხადებს მერაბ დვალიშვილი.