UFC-ის ქართველმა მებრძოლს მერაბ დვალიშვილს ამერეკის მოქალაქეობა მიენიჭა.
"თითქმის უკვე 12 წელია რაც ამერიკაში ვცხოვრობ. დღეს ოფიციალურად მომანიჭეს ამერიკის მოქალაქეობა. არ იყო ადვილი თავის დამკვიდრება ამ ქვეყანაში მაგრამ შრომითა მოთმინებით ყველა დაბრკოლება გადავლახე და ბევრი რამ ვისწავლე. რისთვისაც მადლიერი ვარ ამ ქვეყნის.
. So today I did a thing ... as of 3/22/24 I am a citizen of the USA. My heart will always be with my home Georgia ...but I am blessed and grateful to have had the opportunities The United States of America gave me and I will continue to work hard to make both my countries proud ! #everythingispossible - წერს მერაბ დვალიშვილი "ფეიბუკში".
ცნობისთვის, 2024 წლის 18 თებერვალს მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა და ორგანიზაციაში ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა!