ინგლისის პრემიერლიგაში მეოთხე ტურის ბოლო ორი შეხვედრა დასრულდა
მანჩესტერულ დერბიში „წითელი ეშმაკები“ 23-ე წუთიდან მინდორზე 10 კაცით დარჩენილ (ფილ ფოდენი, წითელი ბარათი) „ქალაქელებთან“ მე-60 წუთზე ერლინ ჰოლანისგან გაშვებული გოლით დამარცხდნენ.
პირველ ტაიმში გოლით, 51-ე წუთზე კი ორი გოლით ჩამორჩენილი და 53-ე წუთიდან ათი კაცით დარჩენილი „ქოვენთრი“ სახლში „ბრაიტონთან 0:5 დამარცხდა.
„მანჩესტერ სიტი“ და „არსენალი“ უდანაკარგოდ ლიდერობენ.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




