უეფას ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფისწინა  ჯგუფური ტურნირის მესამე ტურის პირველი სათამაშო დღის შეხვედრები დასრულდა

„ენფილდზე“ გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს“ სტუმრობდა.

გიორგი მიქაუტაძემ (Flashscore - 7.2) სტუმრები უკვე მე-4 წუთზე დააწინაურა, შემდეგ კი მასპინZლებმა კიდევ ერთი გოლი გაუშვეს. ამის მიუხედავად მატ პირველ ტაიმშივე შეძლეს ანგარიშის გათანაბრება.

მეორე ტაიმის 65-ე და 68-ე წუთებზე „ლივერპულმა“ ლიდევ ორჯერ აიღო „ესპანელების კარი, საკუთარში კი ერთი მიღო და შეხვედრა 4:3 მოიგო.

გიორგი მიქაუტაძე მე-60 წუთზე შეცვალეს.

„ლივერპული“ - „ვოილიარეალი“ 4:3(2:2)
გოლები: 4' გიორგი მიქაუტაძე 0:1, 29' სერხი კარდონა 0:2, 36' ალექსის მაკალისტერი  1:2, 45+2' რონალდ არაუხო 2:2, 65' ალექსის მაკალისტერი 3:2 68' ფლორიან ვურცი 4:2, 87' ტანიტულოვა ოლივასეი 4:3

გიორგი მამრდაშვილი ისევ სათადარიგოთა სკამზე იყო, ძირითადმა მეკარე ალისონმა კი უკვე ზედიზედ მესამე გუნდში ყველაზე დაბალი შეფასება (Flashscore - 5.9) დაიმსახურა.  ორივე გუნდის ფეხბურთელთა შორის კი მასზე დაბალი შეფასება არავის არ ჰქონია. 

სამი ტურის შემდეგ „ლივერპული“ „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად უდანაკარგოდ ლიდერობს, „ვილიარეალი“ სამი ქულით მე-19 ადგილზეა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ