ოსლოში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის

63 კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალურ შეხვედრაში ლერი აბულაძემ უნგრელ ერიკ ტორბას 7:1(5:0) სძლია და ფინალში გავიდა.

ოქროს მედლისთვის ლერი აბულაძე ირანელ მეისამ კარამალი დალხანისთან იჭიდავებს.

67 კგ წონით კატეგორიაში რამაზ ზოიძემ დათმო შეხვედრა ირანელ მოჰამადრეზა აბდოლჰამიდ გერაისთან და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

დღეს ბრინჯაოს მედლისთვის თურქ ოსმან ილდირიმთან იაკობ ქაჯაია იჭიდავებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ბერძნულ-კლასიკური სტილით მოჭიდავეებს ოსლოში ჯერჯერობით ერთადერთი, ნუგზარ წურწუმიას მიერ მოპოვებული ბრინჯაოს მედალი აქვთ აქტივში