საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია და ფრანგული კლუბი "პარი სენ-ჟემენი" მსოფლიო რეკორდების სიაში მოხვდა .
როგორც.psg.fr წერს „წითელ-ლურჯების“ მიერ რეკორდების დამყარება კონტინენტურ ასპარეზზეც ვრცელდება.
2025 წლის 31 მაისს, მიუნხენში, „წითელ-ლურჯებმა“ მილანის „ინტერი“ ანგარიშით 5:0 დაამარცხეს, რითაც უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალებში გამარჯვების ყველაზე დიდი სხვაობა დააფიქსირეს. ამ მატჩში დეზირე დუემ ინდივიდუალური რეკორდი დაამყარა: მან სამ გოლში მიიღო მონაწილეობა (გაიტანა 2 გოლი და გააკეთა 1 საგოლე გადაცემა).
2025-2026 წლების სეზონში „პარი სენ-ჟერმენმა“ 45 გოლი გაიტანა, რაც ტურნირის ისტორიაში ერთ სეზონში გატანილი გოლების რეკორდული მაჩვენებელია.
გამოირჩნენ პარიზული კლუბის სხვა ფეხბურთელებიც: ვიტინიამ რეკორდი დაამყარა შესრულებული გადაცემების რაოდენობით (1 602 გადაცემა), ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის 25 თებერვლიდან 6 მაისამდე პერიოდში, პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა გოლის გატანასა ან საგოლე გადაცემაში — ეს ტურნირის კიდევ ერთი რეკორდია.
ინდივიდუალური რეკორდები
საფრანგეთის ლიგა 1-ში „პარი სენ-ჟერმენის“ რამდენიმე ფეხბურთელს საკუთარი რეკორდები აქვს დამყარებული.
მარკინიოსს, რომელმაც 2014-დან 2026 წლამდე ლიგა 1-ის 11 ტიტული მოიპოვა, საფრანგეთის ჩემპიონატის მოგების ყველაზე მეტი შემთხვევა უფიქსირდება — უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ფეხბურთელს.
ფაბიან რუისს ეკუთვნის ინდივიდუალური რეკორდი წაუგებელი სერიის ხანგრძლივობით: 2023 წლის 7 მაისიდან 2025 წლის 25 აპრილამდე მან „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში უმაღლეს ლიგაში 51 მატჩი ჩაატარა ისე, რომ არცერთხელ არ დამარცხებულა.
ამ 12 რეკორდის წყალობით, „პარი სენ-ჟერმენი“, როგორც კლუბი, და მისი ფეხბურთელები გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდნენ.










