საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია FIFPRO-ს 2026 წლის მსოფლიოს სიმბოლური ნაკრების (World 11) კანდიდატთა საბოლოო სიაში მოხვდა.
პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ (FIFPRO) იმ 26 ფეხბურთელის ვინაობა გამოაცხადა, რომლებმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.
2026 წლის საუკეთესო თერთმეტეულის გამოსავლენად გამართულ კენჭისყრაში 73 ქვეყნის 19 806 პროფესიონალი ფეხბურთელი მონაწილეობდა. საბოლოო სიმბოლური ნაკრების შემადგენლობა 9 ნოემბერს გახდება ცნობილი.
FIFPRO-ს წლის სიმბოლური ნაკრების 26 კანდიდატი:
მეკარეები: ტიბო კურტუა, ემილიანო მარტინესი, დავიდ რაია.
მცველები: პაუ კუბარსი, მარკ კუკურელია, ვირჯილ ვან დაიკი, გაბრიელ მაგალაეში, აშრაფ ჰაკიმი, ნუნო მენდეში, უილიამ სალიბა, დაიო უპამეკანო.
ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი, ბრუნო ფერნანდეში, ენცო ფერნანდესი, პედრი, დეკლან რაისი, როდრი, ვიტინია.
თავდამსხმელები: ერლინგ ჰალანდი, ჰარი კეინი, ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, მაიკლ ოლისე, კრიშტიანუ რონალდუ, ლამინ იამალი.
🚨 Here's the 26-player shortlist for the 2026 FIFPRO Men's #World11, decided by 19,806 professional men's footballers worldwide: 🇧🇪 @ThibautCourtois 🇦🇷 @EMartinez 🇪🇸 @DaviidRaya1 🇪🇸 Pau Cubarsi 🇪🇸 @Cucurella3 🇳🇱 Virgil van Dijk 🇧🇷 Gabriel 🇲🇦 @AchrafHakimi 🇵🇹 Nuno Mendes 🇫🇷 William Saliba 🇫🇷 Dayot Upamecano 🏴 Jude Bellingham 🇵🇹 @B_Fernandes8 🇦🇷 Enzo Fernandez 🇪🇸 @Pedri 🏴 Declan Rice 🇪🇸 Rodri 🇵🇹 @Vitinha 🇳🇴 @Erling 🏴 @HKane 🇬🇪 Khvicha Kvaratskhelia 🇫🇷 @KMbappe 🇦🇷 Lionel Messi 🇫🇷 Michael Olise 🇵🇹 @Cristiano 🇪🇸 Lamine Yamal 💬 Who's making the final #World11? 🏆 09.11.2026
— FIFPRO (@FIFPRO) November 2, 2026









