თორნიკე კვარაცხელიამ „კოპენჰაგენს“ 2 გოლი გაუტანა, ხოლო ერთი გოლი - სანდრო მიქაუტაძემ. თორნიკემ მეტოქის კარში გატანილი გოლი ძმის, ხვიჩა კვარაცხელიას სტილში აღნიშნა.
"ჯერ არაფერი დამთავრებულა ჯერ, კიდევ მეორე ეტაპია სათამაშო, 90 წუთი და იქაც მაქსიმუმს დავდებთ. ძალიან კარგი მეტოქე იყო, მაგრამ აშკარად ვაჯობეთ. გასვლაზეც დიდი ბრძოლა გველოდება.
"რა თქმა უნდა, ხვიჩას ახლა ურთულესი პერიოდი აქვს, უმძიმესი ტრავმა მიიღო, მე, როგორც ყველა ქართველი, მის გვერდით ვარ და სულ მის გვერდით ვიქნები", - აღნიშნა მატჩის შემდეგ თორნიკე კვარაცხელიამ.
ცნობისთვის, უეფას ახალგაზრდული ლიგის მეორე რაუნდის პირველ შეხვედრაში თბილისის დინამოს 19 წლამდე გუნდმა დანიური კოპენჰაგენი დაამარცხა - ანგარიშით 3-0.
საპასუხო მატჩში, 4 ნოემბერს, კოპენჰაგენში გაიმართება.









