Geo Team-ის ინფორმაციით, დოჰაში ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ჯვარედინი იოგის ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
მათივე ცნობით, ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს.
შეგახსენებთ, რომ ფრანგული კლუბის "პარი სენ-ჟემენის" ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია 20 ოქტომბრის მატჩის დროს დაშავდა. მან ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში მარჯვენა მუხლზე წინა ჯვარედინი იოგი (ACL) გაიწყვიტა.









