უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე „დინამო თბილისმა“ „კოპენჰაგენს“ უმასპინძლა, შესანიშნავი თამაში აჩვენა და დანიის ჩემპიონი დამაჯერებლად დაამარცხა – 3:0.

ტურნირის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრა, რომელიც „დინამო არენაზე“ გაიმართა, თბილისელებმა შესანიშნავად დაიწყეს – ანგარიში თორნიკე კვარაცხელიამ მე-4 წუთზე გახსნა, მერე მისი გადაცემით სანდრო მიქაუტაძემ (27) „დინამოს“ უპირატესობა გაზარდა.

მატჩის გმირი კი თორნიკე კვარაცხელია გახდა. მან შესვენების შემდეგ, 51-ე წუთზე, მარცხენა ფლანგზე წამოწყებული სწრაფი კონტრშეტევა შესანიშნავი დარტყმით დააგვირგვინა, გოლი კი ხვიჩას სტილში აღნიშნა.

ახალაგზრდული ჩემპიონთა ლიგის მე-2 რაუნდის საპასუხო შეხვედრა 4 ნოემბერს დანიაში გაიმართება. მატჩს კოპენჰაგენის „ვალბი სპორტს პარკი“ უმასპინძლებს.