ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დასრულდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი

შეჯიბრების დასკვნით დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა  2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

100 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ილია სულამანიძე ვაზარით დამარცხდა ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე მატვეი კანიკოვსკისთან და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

+100 კგ წონითი კატეგორიის ფინალური ორთაბრძოლა გურამ თუშიშვილსა და ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე რუს ინალ ტასოევს შორის შეხვედრა ამ უკანასლნელის გამარჯვებით დასრულდა და გურამ თუშიშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

90 კგ წონითი კატეგორიის ბრინჯაოს ფინალში ლაშა ბექაურმა აზერბაიჯანელი ფატიევი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.


ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ყველა მედალოსანი:

ქალები

48 კგ 
1. კრისტინა დუდინა (ნეიტრალური სტატუსი)
2. ბლანდინ პონტი (საფრანგეთი)
3. კატარინა კოშტა (პორტუგალია)
3. ტამარ მალკა (ისრაელი)

52 კგ
1. დისტრია კრასნიქი (კოსოვო)
2. ოდეტ ჯუფრიდა (იტალია)
3. არიანე ტორო სოლერი (ესპანეთი)
3. რეკა პუპი (უნგრეთი)


57 კგ
1. დარია ბილოდიდი (უკრაინა)
2. კაია კაიზერი (სლოვენია)
3. ეთერ ლიპარტელიანი  (საქართველო)
3. ტიმნა ნელსონ ლევი (ისრაელი)

63 კგ
1. რენატა ზახოვათ (ჩეხეთი) 
2. ჯოან ვან ლიშჰუტი (ნიდერლანდები)
3. ანდრეა ლესკი (სლოვენია)  
3. ლუბიანა პიოვესანა (ავსტრია)  

70 კგ
1. ბარბარა მატიჩი (ხორვატია)
2. ელიზავეტა ტელციდუ (საბერძნეთი)
3. ლარა ცვეტკო (ხორვატია)
3. აი ცუნოდა რუსტანტი (ესპანეთი)

78 კგ
1. ოდრი ჩემეო (საფრანგეთი)
2. ანა-მარია ვაგნერი (გერმანია)
3.  ალინა ბიომი (გერმანია)
3. ინბარ ლანირი (ისრაელი)

+78 კგ
1. რაზ ჰერშკო (ისრაელი)
2. ჯულია ტოლოფუა (საფრანგეთი)
3. ლეა ფონტენი (საფრანგეთი)
3. კაირა ოზდემირი (თურქეთი)

კაცები

60 კგ
1. ფრანცისკო გარიგოსი (ესპანეთი)
2. ბალაბაი აგაევი (აზერბაიჯანი)
3. სედრიკ რევოლი (საფრანგეთი)
3. სელიჰ ილდიზი (თურქეთი)

66 კგ
1. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)
2. მუჰამედ დემირელი (თურქეთი)
3. ელიოს მაცი (იტალია)

73 კგ
1. ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)
2. დანილ ლავრენტიევი (ნეიტრალური სტატუსი)
3. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
3. ჟოან-ბენჟამინ გაბა (საფრანგეთი)

81 კგ
1. ტატო გრიგალაშვილი (საქართველო)
2. ფრანკ დე ვიტი (ნიდერლანდები)
3. ვედატ ალბაირაკი (თურქეთი)
3. შამილ ბორჩაშვილი (ავსტრია)

90 კგ
1. ელჯან ჰაჯიევი (აზერბაიჯანი)
2. კრისტიან ტოტი (უნგრეთი)
3. ლაშა ბექაური (საქართველო)
3. ალექს კრეტი (რუმინეთი)

100 კგ
1. მატვეი კანიკოვსკი (ნეიტრალური სტატუსი) 
2. ილია სულამანიძე (საქართველო)
3. მაიკლ კორელი (ნიდერლანდები)
3. ჯენარო პირელი (იტალია)


+100 კგ
1. ინალ ტასოევი (ნეიტრალური სტატუსი) 
2. გურამ თუშიშვილი (საქართველო)
3. ტამერლან ბაშაევი (ნეიტრალური სტატუსი)
3. მარიუს ფიზელი (სლოვაკეთი)