ბათუმის ავტოპარკი 25 ერთეული "EURO 6"-ის ტიპის, 12 მეტრიანი ავტობუსით განახლდა. 10 ავტობუსი უკვე შემოსულია, ხოლო 15 ავტობუსის შემოყვანა თვის ბოლომდე, ეტაპობრივად მოხდება.
ახალი ავტობუსის მეშვეობით 100 მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
გაზრდილი მგზავრთნაკადიდან გამომდინარე, ახალი ავტობუსები სარფისა და ხელვაჩაურის მიმართულებებს ჩაანაცვლებს. ხოლო ამ მიმართულებებზე მოძრავი ავტობუსები, საჭიროების შესაბამისად, სხვადასხვა მარშრუტზე გადანაწილდება, რაც ინტერვალების შემცირებას უზრუნველყოფს. ასევე დამატებით შეიქმნება ახალი მარშრუტი, რომელიც თამარის დასახლებას მოემსახურება.
ავტობუსების შეძენისთვის 16 210 000 ლარი დაიხარჯა.
ახალ ავტობუსებზე 70 მძღოლი დასაქმდა.