ლონდონში, თეატრ „პალადიუმში“, 2026 წლის „ოქროს ბურთის“ (Ballon d'Or) რიგით 70-ე საიუბილეო დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს.
პირველად, ჯილდოს ისტორიაში, ცერემონია საფრანგეთის ფარგლებს გარეთ ტარდება და ამით ორგანიზატორები ოქროს ბურთის პირველ მფლობელს, ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს, სერ სტენლი მეთიუზს მიაგებენ პატივს.
მთავარი ჯილდოს მფლობელის გამოვლენამდე ჟიურიმ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, წლის საუკეთესო მწვრთნელი კაცთა და ქალთა გუნდებს შოროის, წლის საუკეთესო მეკარე წლის საუკეთესო მეკარე, წლის საუკეთესო კლუბი გამოავლინა.
წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ლამინე იამალი ცნეს.
2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე.
სეზონის საუკეთესო მწვრთნელად ქალთა გუნდებს შორის „ბარსელონას “ მწვრთნელი პერე რომეუ დაასახელეს
წლის საუკეთესო მეკარე უნაი სიმონი გახდა.
წლის საუკეთესო კლუბისთვის დაწესებული ჯილდოს მფლობელი გახდა „პარი სენ-ჟერმენი“.
წლის საუკეთესო ბომბარდირისთვის დაწესებული ჯილდო - გერდი მიულერის ტროფეი - მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელს, ჰარი კეინს გადაეცა.
მოამზადარაულ კაპანაძემ




